Loading data...
სიიარტო: უკრაინა კვლავ ესხმის თავს გაზსადენ „თურქულ ნაკადს“, ამით მათ სურთ, უნგრეთი სრულ ენერგეტიკულ ბლოკადაში მოაქციონ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უკრაინამ „თურქული ნაკადის“ გაზსადენზე კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელა, რასაც უნგრეთის მთავრობა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს. 

სიიარტო გამოეხმაურა რუსული „გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ გასულ ღამეს სამი დრონი თავს დაესხა საკომპრესორო სადგურ „რუსკაიას“, რომელიც გაზის მიწოდებას „თურქული ნაკადის“ მეშვეობით უზრუნველყოფს.

„უკრაინა კვლავ ესხმის თავს გაზსადენ „თურქულ ნაკადს“ და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მსოფლიო ენერგეტიკულ კრიზისს უახლოვდება და ამით მათ კვლავ სურთ, უნგრეთი სრულ ენერგეტიკულ ბლოკადაში მოაქციონ“, - განაცხადა უნგრელმა მინისტრმა. 

„ეს უნგრეთის სუვერენიტეტზე ძალიან სერიოზული თავდასხმაა, რადგან ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგომომარაგების უსაფრთხოებაზე თავდასხმა სუვერენიტეტზე თავდასხმად მიიჩნევა“, - ხაზგასმით აღნიშნა პიტერ სიიარტომ.