Loading data...
სიიარტო: ცუდი ამბავი ომის მომხრეებისთვის, აშშ-ს ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტის ჩატარებაზე უარი არ უთქვამს, მზადება მიმდინარეობს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით,  შეერთებულ შტატებს ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტის ჩატარებაზე უარი არ უთქვამს და მზადება მიმდინარეობს.

ცუდი ამბავი ომის მომხრე მომხრეებისთვის და კარგი ამბავი მათთვის, ვისაც მშვიდობა სურს. აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკ რუბიოსთან ჩემი შეხვედრის შემდეგ ნათელია, რომ აშშ-ს ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტის ჩატარებაზე უარი არ უთქვამს. მზადება მიმდინარეობს და ერთადერთი კითხვა დროს ეხება და არა განზრახვას“, - წერს სიიარტო.