Loading data...
სიდნეის პოლიცია ბოლო მონაცემებს აქვეყნებს - ტერაქტი მამა-შვილმა მოაწყო

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე ხანუქას დღესასწაულის დროს მომხდარი ტერაქტის ავტორებად ადგილობრივი პოლიცია მამა-შვილს ასახელებს. 

როგორც ირკვევა, ცეცხლი პლაჟზე შეკრებილებს 50 წლის კაცმა და მისმა 24 წლის ვაჟმა გაუხსნეს. მამა პოლიციელებმა მოკლეს, შვილი კი კლინიკაშია. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მათ სანადირო იარაღზე ჰქონდათ ლიცენზია. მომხდარის გამო, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში იარაღთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.

ცნობისთვის, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა სიდნეიში 14 დეკემბერს მოხდა. პლაჟზე ხანუქასადმი მიძღვნილი ღონისძიება ტარდებოდა, რომელსაც 1000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.