სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია
ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე ხანუქას დღესასწაულის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია. აღნიშნულის შესახებ BBC ახალი სამხრეთ უელსის ჯანდაცვის მინისტრის რაიან პარკის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორისაა ერთ-ერთი თავდამსხმელი, 50 წლის კაცი, რომელსაც სამართალდამცველებმა ესროლეს. მეორე მსროლელმა - 24 წლის მამაკაცმა - მძიმე დაზიანებები მიიღო და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სროლის შედეგად 40 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის განცხადებით, „ბონდის სანაპირო და ბონდის რაიონში მიმდებარე გზები დღეს დაიკეტება, რადგან გამომძიებლები დანაშაულის ადგილზე მუშაობას განაგრძობენ“.