სიბიგამ ორბანი ბოლოდროინდელი განცხადებების გამო გააკრიტიკა და უნგრეთს გაეროდან და სხვა ორგანიზაციებიდან გასვლა შესთავაზა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მიანიშნა, რომ უნგრეთს შეუძლია გავიდეს რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, თუ მათში უკრაინასთან ერთად ყოფნა არ მოსწონს.
სიბიგა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ უნგრეთს არ სურს ინტეგრაციის ფორმატებში უკრაინასთან ერთად ყოფნა.
„არსებობს ინტეგრაციის მრავალი ფორმატი, რომლებსაც უნგრელები და უკრაინელები უკვე ერთად ეკუთვნიან:
გაერო, ევროპის საბჭო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ცენტრალური ევროპის ინიციატივა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, დუნაის კომისია, ქიმიური იარაღის ნეიტრალიზების ორგანიზაცია (OPCW), ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და ათობით სხვა.
ასე რომ, უნგრეთი აპირებს ყველა მათგანიდან გასვლას, არა?“, - წერს სიბიგა X-ზე.
There are many integration formats to which the Hungarians and Ukrainians already belong together.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) October 1, 2025
The United Nations, Council of Europe, WTO, IMF, CEI, EBRD, Danube Commission, OPCW, IAEA, FAO, and dozens more.@PM_ViktorOrban, so Hungary intends to leave them all, right? pic.twitter.com/d8WQsnYpGc