1759325288
ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7258 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7258 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7252 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1968 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1999 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0655 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 2 ოქტომბერს შევა ძალაში.