სიბიგა: „რამშტაინის“ მომდევნო შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავმჯდომარეობით გაიმართება, ეს ფორმატი გააგრძელებს არსებობას როგორც საერთო, ისე უკრაინის უსაფრთხოების გასაძლიერებლად

„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის მოკავშირეების მომდევნო შეხვედრას დიდი ბრიტანეთი და გერმანია უხელმძღვანელებენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, იუწყება Ukrinform.
„რამშტაინი“ შეიქმნა იმისათვის, რომ კოორდინაცია გაუწიოს ჩვენი უახლოესი მოკავშირეების ძალისხმევას, რათა მხარი დაგვიჭირონ და უპასუხონ ჩვენს თავდაცვით საჭიროებებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც გაგრძელდება. მომდევნო „რამშტაინი“ დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავმჯდომარეობით გაიმართება, გერმანიის აქტიური როლით. ამიტომ, ეს ფორმატი გააგრძელებს არსებობას და იმუშავებს, როგორც საერთო უსაფრთხოების, ისე უკრაინის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და განსამტკიცებლად“, - აღნიშნა სიბიგამ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საკითხზე „რამშტაინის“ ჯგუფის შეხვედრა 11 აპრილს გაიმართება.
3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ შეხვედრას პირველად გამოტოვებს.
Defense News-ის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი არ შეუერთდება „რამშტაინის“ შეხვედრას არც პირადად და არც დისტანციურად, ვიდეობმულის მეშვეობით. ასევე მოსალოდნელია, რომ პენტაგონი შეხვედრაზე მაღალჩინოსნებს, ან სხვა წარმომადგენლებს არ გაგზავნის.