სიბიგა: პუტინმა ტრამპთან საუბრისთანავე განზრახ დაიწყო კიევზე მასშტაბური დარტყმები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა 4 ივლისს კიევზე რუსეთის მასშტაბურ ავიაიერიშს გამოეხმაურა. როგორც სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ამას განზრახ აკეთებს.
„აბსოლუტურად საშინელი და უძილო ღამე იყო კიევში. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ღამე აქამდე. ასობით რუსული დრონი და ბალისტიკური რაკეტა დაეცა უკრაინის დედაქალაქზე. მალევე მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა. და ის ამას განგებ აკეთებს. საკმარისია ლოდინი! პუტინი აშკარად აჩვენებს სრულ უგულებელყოფას შეერთებული შტატებისა და ყველას მიმართ, ვინც ომის დასრულებას მოითხოვდა“, - წერს სიბიგა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „მოსკოვს დაუყოვნებლივ უნდა დაეკისროს უმკაცრესი სანქციები“, ხოლო „უკრაინას უნდა მიეწოდოს ყველა საჭირო საშუალება საკუთარი თავის დასაცავად“.
„არასწორი გადაწყვეტილებები მხოლოდ აგრესორს ტერორის ესკალაციისკენ უბიძგებს. მსოფლიოს ყველა კრიმინალური რეჟიმი ახლა ყურადღებით აკვირდება პუტინის ქმედებებს და მათზე რეაქციას. თუ ის ამ ყველაფერს დაუსჯელად გადაურჩება, ყველა მიიღებს ძალიან მკაფიო სიგნალს. შეწყვიტეთ მშვიდობისთვის ლოდინი. იმოქმედეთ მშვიდობის მისაღწევად. მშვიდობა ძალის გამოყენებით“, - წერს სიბიგა.
Absolutely horrible and sleepless night in Kyiv. One of the worst so far.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) July 4, 2025
Hundreds of Russian drones and ballistic missiles rained down on the Ukrainian capital.
Right after Putin spoke with President Trump. And he does it on purpose.
Enough of waiting! Putin clearly shows… pic.twitter.com/R0mlfUgJRx