1766132384
უცხოეთი
სიბიგა ევროკავშირის მიერ დაფინანსების გამოყოფის შესახებ: რუსეთის იმედების მიუხედავად, ევროპის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შეირყევა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ დროული და გადამწყვეტია.
„უკრაინამ ფინანსური უსაფრთხოების გარანტია მიიღო. რუსეთის იმედების მიუხედავად, ევროპის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შეირყევა. რუსული აქტივები გაყინული რჩება. ევროპა ერთიანი და ძლიერი რჩება“, - წერს სიბიგა.
მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელს, კაია კალასს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მათი ურყევი მხარდაჭერისთვის.