Loading data...
სიარტო: უნგრეთი ენერგომომარაგების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას გარე ზეწოლას არ შეეგუება

უნგრეთი დაზარალდება, თუ რუსეთის ენერგომომარაგებაზე უარს იტყვის. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა, იტყობინება Reuters-ი.

მისი თქმით, უნგრეთი ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გარე ზეწოლას არ შეეგუება.

გამოცემამ განმარტა, რომ სიარტომ მონაწილეობა მიიღო „რუსეთის ენერგეტიკის კვირეულის“ ფორუმში მაშინ, როდესაც ნატოს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების განსახილველად შეიკრიბნენ. უნგრელი პოლიტიკოსის ქმედებები ხაზს უსვამს ბუდაპეშტის უთანხმოებას ალიანსის სხვა წევრების უმეტესობასთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხში. 

ამავდროულად, სიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტისთვის ენერგომომარაგების საკითხებში ეროვნული ინტერესები უმთავრესია.

„რუსეთმა არასდროს გაგვიცრუა იმედები. მიწოდებები ყოველთვის ხდებოდა... კონტრაქტები ყოველთვის სრულდებოდა. და ჩემი ერთადერთი კითხვაა, რატომ უნდა გავწყვიტოთ ეს ურთიერთობები“, - აღნიშნა უნგრეთის მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნგრეთს წლის დასაწყისიდან დაახლოებით 3.6 მილიონი მეტრიკული ტონა ნავთობი მიაწოდა და 2025 წელს დღეში 5 მილიონი ტონიდან 5.5 მილიონ ტონამდე ექსპორტირებას გეგმავს.

სიარტოს თქმით, უნგრეთი ამ ტემპის შენარჩუნებას 2026 წელსაც გეგმავს.