Loading data...
სი ძინპინი: ახლო აღმოსავლეთი არ უნდა იქცეს დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების საბრძოლო ველად

ახლო აღმოსავლეთი და სპარსეთის ყურის რეგიონი არ უნდა იქცეს დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის ბრძოლის ველად და ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს არაბულ ქვეყნებთან ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ომანის სულთანთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ჩინეთის ლიდერმა ომანის სულთანს, ჰაისამ ბინ ტარიკ ალ-საიდს განუცხადა, რომ მსოფლიო ღრმა ცვლილებებს განიცდის.

მისი თქმით, პეკინი გამოხატავს მზადყოფნას, მჭიდროდ ითანამშრომლოს არაბულ ქვეყნებთან, მათ შორის სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოსთან (GCC), რათა ეფექტურად უპასუხონ რეგიონულ უსაფრთხოების გამოწვევებს.

„ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის რეგიონი არ უნდა იქცეს დიდი სახელმწიფოების დაპირისპირებისა და გეოპოლიტიკური კონფლიქტების საბრძოლო ველად. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და დაცვა ყველა მხარის ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ომის შეწყვეტას და იმედოვნებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით წვლილს შეიტანს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებაში“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

ცნობისთვის, ომანის სულთანი ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით პირველ ნოემბერს ჩავიდა. ეს ომანის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც 1978 წელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დამყარდა.