1767274907
უცხოეთი
შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 100 ადამიანი.
როგორც „როიტერი“ სამართალდამცველებზე დაყრდნობით იტყობინება, დაშავებულებთა შორის ტურისტებიც არიან.
ადგილზე ათი ვერტმფრენი, 40 სასწრაფო დახმარების მანქანა და 150 მაშველია მობილიზებული.
ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე კრანს-მონტანაში, Le Constellation Bar and Lounge-ში აფეთქება მოხდა.