შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა - პოლიციამ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა
31 ოქტომბრის საღამოს შვეიცარიაში, ციურიხისა და ბაზელში ქუჩებში საპროტესტო აქცია გაიმართა სლოგანით - „საკმარისია, ჩვენც დავიღალეთ“. ინფორმაციას Swissinfo ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, ციურიხში, ქალაქის ცენტრში დაახლოებით 22:30 საათზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. ზოგიერთ მონაწილეს კი ჰელოუინის ნიღაბი ეკეთა.
შემდგომ კი ცენტრალურ მოედანზე სიტუაცია დაიძაბა - მომიტინგეებმა დააზიანეს ავტობუსის გაჩერების სახურავი და ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს, ველოსიპედებს და სხვა და სხვა ნივთებისგან აგებულ ბარიკადას.
პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
პოლიციის ცნობით, მომიტინგეების მცირე ჯგუფებმა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. ასევე დაიწვა ერთი მანქანა და დაზიანდა რამდენიმე მაღაზიის ვიტრაჟი.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების თქმით, დემონსტრანტებმა მათ არაერთხელ ესროლეს ფეიერვერკები, ბოთლები და ქვები. შეტაკებები დაახლოებით ღამის 1:30 საათამდე გაგრძელდა.
პოლიციამ ასევე განაცხადა მანქანაზე თავდასხმის შესახებ, რომელიც სამედიცინო დახმარებისთვის იყო გამოძახებული.
რაც შეეხება ქალაქ ბაზელს, ქალაქის ცენტრში დაახლოებით 150 ადამიანი შეიკრიბა. რამდენიმე გამოსვლის შემდეგ, მონაწილეებმა გადაკვეთეს რაინბრიუკეს ხიდი ისტორიულ ცენტრში, შემდეგ კი სანქტ-იოჰანის რაიონისკენ გაემართნენ.
უცხოური მედიის ცნობით, დემონსტრანტმა აქაც ცეცხლი წაუკიდა ნაგვის ურნებისა და ბარიკადებს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მოახდინეს რეაგირება.
Zürich: Ausschreitungen in der Stadt. Unter dem Slogan «Wir haben es satt» und mit Verweis auf die Unruhen in Europa randalieren zumeist vermummte Personen. Polizei setzt Wasserwerfer, Tränengas und Gummischrot ein, um Lage unter Kontrolle zu bringen. #GenZregelt #Schülerproteste https://t.co/tcxS7nbZi8
— LIVE1 (@LIVE1TV) November 1, 2026