Loading data...
შვეიცარიაში, დანით შეიარაღებული კაცი გამვლელებს თავს დაესხა

შვეიცარიის ქალაქ ცოფინგენში დანით შეიარაღებული კაცი გამვლელებს თავს დაესხა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

როგორც 20 Minuten წერს, დაშავებულთა შორის ფეხმძიმე ქალია.

ამ ეტაპზე, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს.