Loading data...
შვედეთში სკოლაზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

„შვედეთში, ქალაქ ფაგერსტაში, სკოლაში თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა“, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, რომელსაც თავდასხმისას ჩაფხუტი ეხურა. პოლიციის ინფორმაციით ის მანამდეც იყო ნასამართლევი ძალადობისთვის.

ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ცნობისთვის, სკოლაში ახალგაზრდა მამაკაცი ხმლით შეიარაღებული შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი დაჭრა.