1787323142
უცხოეთი
შვედეთის საშუალო სკოლაში ხმლით შეიარაღებული პირი შეიჭრა - არიან დაშავებულები
შვედეთის საშუალო სკოლაში ხმლით შეიარაღებული პირი შეიჭრა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მედია ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ხმლით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი მაჩეტეთი იყო შეიარაღებული და პოლიციამ მას ფეხში ესროლა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გაავრცელა დაშავებულთა რაოდენობა. თუმცა, მათ დაადასტურეს, რომ პოლიციის თანამშრომლები სკოლაში შემოწმებას ატარებდნენ, ხოლო მიმდებარე რამდენიმე სკოლა უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა.
თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.