Loading data...
შვედეთის მეფე უკრაინაში ჩავიდა

შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი 17 აპრილს ლვოვში ჩავიდა. ამის შესახებ შვედური მაუწყებელი SVT წერს.

მეფეს თან ახლავს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია მალმერ სტენერგარდი.

ვიზიტის დღის წესრიგში შედის ლვოვის სკოლებისა და საავადმყოფოების მონახულება, რათა „გაეცნონ ომის გამოცდილებას“.

კარლ XVI გუსტავი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მათ ერთად შეამკეს დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების საფლავები ყვავილებით. 

ეს შვედეთის მონარქის პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.