Loading data...
„შევთანხმდე მათთან თუ საბოლოოდ გავანადგურო? - დონალდ ტრამპი ირანზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას.

„შევთანხმდე მათთან თუ საბოლოოდ გავანადგურო?“ ეს ერთადერთი კითხვაა. ახლა ჰორმუზის სრუტეს ჩვენ ვაკონტროლებთ“, - განუცხადა მან Fox News-ს და ამ განცხადებით გულისხმობს გლობალური ნავთობისა და გაზის მიწოდებისთვის უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზას, რომლის ბლოკირებასაც ირანი თებერვლის ბოლოს დაწყებული ომის შემდეგ ცდილობს.

ამერიკის ლიდერი, ასევე, დასძენს, რომ „ჩვენ ყველაფერი გვრჩება, მათ კი - არაფერი“.

ტრამპის თქმით, აშშ-მა ზუსტად იცის, „რა ხდება პიკაქსის მთაზე. ჩვენ შეგვიძლია ვინმეს პერანგზე არსებული სამკერდე ნიშანიც კი წავიკითხოთ“, - აცხადებს ტრამპი.