1751658306
უცხოეთი
„შეთანხმების მიღწევას უნდა შეუწყოს ხელი“ - „ჰამასი“ აცხადებს, რომ მძევლების შეთანხმების წინადადებაზე პასუხი შუამავლებს გადასცა

„ჰამასმა“ აშშ-ის შუამავლობით ღაზაში შეთანხმების შესახებ წინადადებაზე თავისი პასუხი შუამავლებს გადასცა, - განუცხადა „როიტერსს“ მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ეს „პოზიტიურია და შეთანხმების მიღწევას უნდა შეუწყოს ხელი“.
„ჩვენ შუამავლებს, კატარსა და ეგვიპტეს, გადავეცით ჩვენი პასუხი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე“, - განუცხადა „როიტერსს“ „ჰამასის“ წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით.
„ჰამასის“ პასუხი დადებითია და ვფიქრობ, რომ ეს შეთანხმების მიღწევას უნდა დაეხმაროს და ხელი უნდა შეუწყოს“, - აცხადებს მოლაპარაკებებთან დაახლოებული პალესტინელი ჩინოვნიკი.