„შეხვედრამ შესანიშნავად ჩაიარა“ - დონალდ ტრამპი სი ძინპინთან და ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრას 10-ბალიანი სკალიდან 12-ით აფასებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Sky News-ის ამერიკელ პარტნიორს განუცხადა, რომ მისი აზრით, ვლადიმერ პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრამ „შესანიშნავად ჩაიარა“.
„ვფიქრობ, რომ 12 იყო. 0-დან 10-მდე შკალით თუ შევაფასებთ, ვფიქრობ, რომ 12 იყო“, - განუცხადა მან Air Force One-ის ბორტზე NBC News-ს სატელეფონო ინტერვიუს დროს.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მას პეკინში „ისე კარგად მოეპყრნენ, როგორც ადამიანს შეიძლებოდა მოეპყრონ“.
ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ მან და სი ძინპინმა ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ტექნოლოგიაზე დამცავი ბარიერი, სულ მცირე, მინიმალურ დონეზე მაინც „დადებითი რამ არის“.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ჩინეთში, APEC-ის სამიტის ფარგლებში, ისტორიული 90-წუთიანი სამმხრივი შეხვედრა გამართეს. ლიდერებმა მოლაპარაკებების შემდეგ ოთხპუნქტიანი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და შეთანხმდნენ გაეროს რეფორმირებასა და ბირთვული იარაღის რისკების შემცირებაზე.