Loading data...
შეხვედრა თეთრ სახლში - დონალდ ტრამპმა, მრჩევლებთან ერთად, ირანის საკითხი განიხილა

„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმაღლეს მრჩევლებთან და კაბინეტის წევრებთან შეხვედრა გამართა, სადაც ირანის მიმართ შესაძლო ესკალაცია განიხილეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები ირანთან აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს, თუმცა მისივე თქმით, არსებობს ალბათობა, რომ სამხედროებმა თავდასხმები განაგრძონ.

აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, მიმდინარე მოლაპარაკებებში ირანი „უფრო სერიოზული“ ჩანს.