1790708495
უცხოეთი
შეიარაღებული თავდასხმა სლოვაკეთის სკოლაში - მოსწავლემ მასწავლებელი მოკლა
„სლოვაკეთში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი ცივი იარაღით მოკლა - მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ორი პირი“, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩეხეთისა და პოლონეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ სტაშკოვში მოხდა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან მოსწავლე და 41 წლის მასწავლებელი ქალი, რომლებიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, 61 წლის მასწავლებლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 13 წლის მოზარდია, რომელიც უკვე დაკავებულია.
გამოძიება გრძელდება, შემთხვევის მოტივი ამ დრომდე უცნობია.