1785242463
უცხოეთი
შებეკინოში ავტობუსზე იერიშის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა
„შებეკინოში ავტობუსზე დრონების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე შუვაევმა.
მისი თქმით, 15 ადამიანმა ნამსხვრევებისგან ჭრილობები მიიღო, ხოლო კიდევ სამს, წინასწარი მონაცემებით, სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნება.
შუვაევის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ექვსი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ავტობუსის გარდა, დაზიანდა ასევე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილებიც.
უკრაინის ხელისუფლებას ბელგოროდის ოლქზე დრონებით განხორციელებულ იერიშთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.