Loading data...
შავ ზღვაში ორ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა, ერთი მათგანი ჩაიძირა

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან ორ სატვირთო გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. ერთი გემი ჩიაძირა. ამის შესახებ Deucthe Welle იუწყება.

ერთ-ერთი გემი „ჩელსი-3“, მალტის დროშით დაცურავდა. მისი ეკიპაჟის წვერები, 15 უკრაინელი და 8 აზერბაიჯანელი, მაშველებმა გადაარჩინეს. მეზღვაურები ჰყვებიან, რომ შეტევა სამი დრონით განხორციელდა. ამჟამად გემი ვარნის პორტში დგას.

მეორე გემი კი ჩაიძირა. მისი ეკიპაჟის წევრები ასევე მაშველებმა გადაარჩინეს. ბულგარული მედიის ცნობით, გემი Azov Concord სენტ-კიტსისა და ნევისის დროშით დაცურავდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ბოლო ინციდენტების შემდეგ ალიანსის უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიღებს. რუტეს თქმით, ნატო მჭიდროდ ითანამშრომლებს მოკავშირეებთან შავ ზღვაში. მან ბოლო ინციდენტები ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, რუმენ რადევთან განიხილა.