Loading data...
შარმ-ელ-შეიხში ავტოკატასტროფას კატარელი ოფიციალური პირები ემსხვერპლნენ - Reuters

ეგვიპტის წითელი ზღვის კურორტ შარმ-ელ-შეიხთან ახლოს მომხდარ ავტოკატასტროფაში კატარის უმაღლესი სამთავრობო ორგანოს სამი თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ეგვიპტეში კატარის საელჩოზე დაყრდნობით წერს. 

საელჩოს ცნობითვე, კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა და საჭირო სამედიცინო მომსახურებას ქალაქის საავადმყოფოში იღებს.

მანამდე, მედიას ორმა წყარომ განუცხადა, რომ ქალაქიდან 50 კილომეტრის დაშორებით გზაზე, მოსახვევში კატარელი დიპლომატების მგზავრობისას მანქანა გადაბრუნდა. ავტოკატასტროფა მას შემდეგ მოხდა, რაც კატარის, თურქეთისა და ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა ამ კვირის დასაწყისში, შარმ-ელ-შეიხში არაპირდაპირ მოლაპარაკებებში მიიღეს მონაწილეობა, რამაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება გამოიწვია. 

ცნობისთვის, ეგვიპტის საკურორტო ქალაქი გლობალურ სამიტს უმასპინძლებს, რომლის მიზანიც შეთანხმების დასრულებაა.