1769794273
უცხოეთი
შარლ მიშელი: მაკრონი და მელონი, მართლები იყვნენ, როდესაც მოითხოვდნენ პირდაპირ შეხვედრას პუტინთან
ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლიდერები, როგორებიც არიან ემანუელ მაკრონი და ჯორჯია მელონი, მართლები იყვნენ, როდესაც მოითხოვდნენ პირდაპირ შეხვედრას პუტინთან.
„ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა ვიყოთ, რადგან დღეს [ეს ასე არ არის]. ეს ძალიან სამწუხაროა. ეს ცოტა საშიშიც კია. ვინ იცავს ევროპულ ინტერესებს მოლაპარაკების მაგიდასთან? არც შეერთებული შტატები, არც რუსეთი“, - აღნიშნა მიშელმა.
მან მოლაპარაკებებში შესაძლო წარმომადგენლად თავისი მემკვიდრე, ანტონიო კოშტა დაასახელა და განაცხადა, რომ მას აქვს „ლეგიტიმაცია“, ისაუბროს ევროკავშირის 27 ლიდერის სახელით.