Loading data...
შარლ მიშელი: არ მოველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკის აგენტი გახდებოდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ უნდა შეწყვიტოს „ამერიკის აგენტობა“ და  გააერთიანოს სამხედრო ალიანსი შეერთებული შტატების მხრიდან „მტრული რიტორიკისა“ და „დაშინების“ პირობებში, - განუცხადა ევროსაბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Euronews-ს.

„მინდა, მკაფიოდ განვაცხადო: მარკ რუტე იმედებს მიცრუებს და მის მიმართ ნდობას ვკარგავ. მე არ ველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკელ აგენტად გადაიქცეოდა. მე ველოდი, რომ მარკი იმუშავებდა ნატოს შიდა ერთიანობაზე“, - აღნიშნა მიშელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი აშშ-ის „ძალიან ერთგული პარტნიორია“ და „არ იმსახურებს“ ტრამპის ბოლოდროინდელ „ქცევას“.