Loading data...
სეუტას ხელისუფლება იუწყება, რომ მორგში 88 მიგრანტის ცხედარია გადასვენებული

ჩრდილოეთ აფრიკაში, ესპანურ ანკლავ სეუტას მორგში 88 მიგრანტის ცხედარია გადასვენებული, რომლებიც ბოლო დღეებში ესპანეთში არალეგალურად შეღწევის მცდელობისას დაიღუპნენ. ამის შესახებ სეუტას მერმა ხუან ხესუს ვივასმა განაცხადა, იუწყება ესპანური მედია. 

ესპანეთის ცენტრალური მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, კრიზისის დროს 72 მიგრანტი დაიღუპა.

ვივასის თქმით, ტრაგედიის მასშტაბებიდან გამომდინარე, მორგში 200-მდე ცხედრის შესანახად მზად არიან. მან საზღვრის ორივე მხარეს არსებულ სიტუაციას დრამატული უწოდა, რადგან მაროკოშიც მიმდინარეობს ზღვიდან ცხედრების ამოსვენება.

დაკრძალვის სამსახურის თანამშრომლების თქმით, დაღუპულთა უმეტესობა მოზარდია, ასევე, რამდენიმე ქალი. მათ შორის არიან მაროკოს მოქალაქეები და სუბსაჰარული აფრიკიდან ჩასული ადამიანები.