სერგეი რიაბკოვი - რუსეთი მადუროს გათავისუფლებას ითხოვს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც მზად არის თუ არა რუსეთი ვენესუელის პრეზიდენტს თავშესაფარი მისცეს, იმ შემთხვევაში თუკი ის გათავისუფლდება.
„რუსეთი ვენესუელის პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს. პირველი ნაბიჯი, რომლის გარეშეც ყველაფერი დანარჩენი განსაკუთრებით ჰიპოთეტური რჩება, ეს მადუროსა და მისი მეუღლის გათავისუფლებაა. აუცილებელია, ვენესუელის პრეზიდენტის გათავისუფლება მოვითხოვოთ. ის, თუ როგორი იქნება ჩვენი შემდგომი დამოკიდებულება, ეს ცალკე საკითხია და ახლა ამაზე საუბრის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა რიაბკოვმა TASS-თან ინტერვიუში.
ინფორმაციისთვის, 3 იანვარს ვენესუელაში სპეცოპერაციის შედეგად აშშ-მა ნიკოლას მადურო და მისი ცოლი დააკავა. მადურო ცოლთან ერთად ნიუ-იორკში გადაიყვანეს.