Loading data...
სერგეი რიაბკოვი: მსოფლიოში „სარმატის“ ანალოგი არ არსებობს

„მსოფლიოში „სარმატის“ ანალოგი არ არსებობს, ამიტომ რეკლამას არ საჭიროებს“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი სარაკეტო კომპლექსს „სარმატის“ შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. 

„მსგავსი სტრატეგიული სიშორის კომპლექსები დღესდღეობით არავის გააჩნია“, - აღნიშნა რიაბკოვმა და დასძინა, რომ „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული „სარმატის“ გაშვების კადრები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე“.

The Reuters-ის ცნობით, რუსეთში ახალი საკონტინენტთაშორისო რაკეტა „სარმატი“ გამოცადეს.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, რაკეტა საცდელად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთიდან გაუშვეს და ქვეყნის  ჩრდილო-აღმოსავლეთში სამიზნე წარმატებით გაანადგურა.

ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „სარმატი“ ყველაზე ძლიერი რაკეტაა, რომელსაც ნებისმიერი სისტემის გარღვევა შეუძლია.