სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც რუსული მედია იტყობინება, რუბიომ და ლავროვმა იმ თემებზე კონსტრუქციულად ისაუბრეს, რომლებიც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა 16 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას განიხილეს.
„მხარეებმა პუტინისა და ტრამპის 16 ოქტომბერს სატელეფონო საუბრის დროს მიღწეული შეთანხმებების განსახორციელებლად კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს“, - წერს რუსული მედია.
16 ოქტომბერს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ კრემლის ლიდერს უნგრეთის დედაქალაქში შეხვდება.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი დაუყოვნებლივ დაიწყებენ მზადებას ლიდერებს შორის ახალი სამიტისთვის.