Loading data...
სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ დასავლეთი კომპრომისზე არ წავა, რუსეთი უკრაინაში დასახულ მიზნებს ბრძოლის ველზე მიაღწევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თუ დასავლეთი კომპრომისზე არ წავა, რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს ბრძოლის ველზე მიაღწევს. 

„დასავლური დიპლომატია თუ იმაში მდგომარეობს, რომ შეაკავოს ქვეყნები, რომლებიც გონივრულ, დაბალანსებულ და კომპრომისულ ინიციატივებს გვთავაზობენ, დაე, ასე იყოს“, - განაცხადა ლავროვმა. 

ლავროვის თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთი მიზნებს მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ მიაღწევს, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, მოსკოვისთვის ეს უფრო სასურველი გზა იქნებოდა.

„მაშინ ჩვენს მიზნებს მივაღწევთ არა მოლაპარაკების მაგიდასთან, რაც ჩვენთვის უფრო სასურველი იქნებოდა და რაც ანკორიჯშიც დადასტურდა, არამედ ბრძოლის ველზე, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.