Loading data...
სერგეი ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინაზე მოლაპარაკებებისას რუსეთს შეუძლებელ და უსამართლო პირობებს არ უყენებენ

„აშშ-ის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებისას უსამართლო მოთხოვნებს არ აყენებენ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„ჩვენ მოლაპარაკებებზე უარს არ ვიტყვით, როდესაც ვიცით, რომ ადამიანები, რომლებიც ამ დიალოგს გვთავაზობენ, პრობლემის გადაჭრის განზრახვით მოქმედებენ და არა ულტიმატუმების წამოყენებით“, - აღნიშნა ლავროვმა.

ამასთანავე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციები ნაკლებად მოდის შესაბამისობაში იმ განწყობებთან, რომლებსაც ამერიკული მხარე უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში გამოხატავს.