სერგეი ლავროვი: თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, ეს უკვე სულს სხვა ომი იქნება და ის ძალიან ხანმოკლე იქნება
„რუსეთმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მას არ აქვს დასავლეთის ქვეყნებზე თავდასხმის განზრახვა და არც ამის ინტერესი აქვს, თუმცა თუ ევროპა რუსეთის ფედერაციას თავს დაესხმება, ეს უკვე სულს სხვა ომი იქნება და ის ძალიან ხანმოკლე იქნება“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ მოსკოვი ევროპაზე თავდასხმას არ აპირებს და ასეთი გეგმები არ გააჩნია.
„არაერთხელ გვითქვამს იმის შესახებ, რომ ევროპაზე თავდასხმას არ ვაპირებთ. პრეზიდენტი [პუტინი] ამ თემაზე ცოტა ხნის წინ შეჩერდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ არავითარი ინტერესი არ გაგვაჩნია ამით დავკავდეთ, მაგრამ, თუ ევროპა, რომელიც ყოველ დღე რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის მომზადებაზე საუბრობს, რუსეთის ფედერაციას თავს დაესხმება, ეს უკვე სულს სხვა ომი იქნება და ის ძალიან ხანმოკლე იქნება. იმედი მაქვს, რომ ეს გაფრთხილება გაიგეს ევროპულ დედაქალაქებსა და იმ სტრუქტურებში, რომლებიც ახლა ცდილობენ თავი ერთიან ევროპად წარმოაჩინონ“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.