1772285464
უცხოეთი
სერგეი ლავროვი ტელეფონით ირანელ კოლეგას ესაუბრა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აბას არაქსის ტელეფონით ესაუბრა. არაქჩიმ ლავროვს „აშშ-ის და ისრაელის შეტევების მოგერიების გეგმები გააცნო“. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„ირანელმა მინისტრმა ირანის გეგმებზე შეგვატყობინა აშშ-ის და ისრაელის აგრესიის მოსაგერიებლად. მათ მორიგ ჯერზე ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაშალეს“, - იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
აშშ-მა და ისრაელმა 28 თებერვალს ირანი დაბომბეს, ირანმა საპასუხოდ ისრაელზე და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა.