Loading data...
სერგეი ლავროვი: რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება

რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება, სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა

ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების ამჟამინდელ დამოკიდებულებას რუსეთის პოზიციის იგნორირება წარმოადგენს.

„ამას ყურადღებას არ აქცევენ და კვლავ მოგვიწოდებენ, რომ კონსტრუქციული მიდგომა გამოვავლინოთ. სინამდვილეში, მათი გაგებით, ეს კაპიტულაციას ნიშნავს. ეს არ მოხდება, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება, ამის ეჭვი არ არსებობს“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.