Loading data...
სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში მარკო რუბიოს შეხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდება.

„ნიუ-იორკში, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სახელმწიფო მდივან რუბიოსთან შეხვედრა მაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ლავროვისა და რუბიოს ბოლო შეხვედრა 2026 წლის 23 ივლისს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართა, ASEAN-ის მინისტერიალის ფარგლებში.

სერგეი ლავროვისა და მარკო რუბიოს შეხვედრა დაახლოებით 35 წუთს გაგრძელდა. განხილვის მთავარი საკითხები უკრაინის ომი, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობები და ორმხრივი კონტაქტების ნორმალიზება იყო.