Loading data...
სერგეი ლავროვი მარკო რუბიოს შეხვდა

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შეხვედრა დასრულდა. ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრა ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მათივე ცნობით, მხარეები გეგმავდნენ, მოლაპარაკებებისას უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხისთვის დაეთმოთ განსაკუთრებული ყურადღება. როგორც ლავროვმა გუშინ განაცხადა, მოსკოვი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონს ჯერ არ უთქვამს უარი იმ წინადადებებზე, რომლებიც ალასკაზე იყო წამოყენებული.

ამასთან, Tass-ი დიპლომატიური წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის ინიციატორი ამერიკული მხარე იყო.