Loading data...
სერგეი ლავროვი: ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს

„ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, ამაში ეჭვი არ მეპარება“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვალდაის საერთაშორისო დისკუსიის კლუბის 23-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.

ბრიტანელმა ჟურნალისტმა მინისტრს ჰკითხა, აწარმოებს თუ არა რუსეთი „ჰიბრიდულ ფარულ ომს ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ“, რაზეც ლავროვმა უპასუხა: 

„თქვენ გულისხმობთ იმას, როდესაც ჩვენ დრონებსა და რაკეტებს ვანადგურებთ, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპა უკრაინას აწვდიან, ხოლო ისინი შემდეგ ჩვენი მიმართულებით ისვრიან? ამას გულისხმობთ არა? თუ თქვენ აღიარებთ, რომ თქვენს იარაღს გვესვრიან, ხოლო ჩვენ ამ იარაღს ვანადგურებთ, მაშინ ამას ის დაარქვით, რაც გნებავთ. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ომია, რომელსაც ევროპა ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს, არანაირ ეჭვს არ იწვევს“.