Loading data...
სერგეი ლავროვი: დასავლეთი უკრაინის საკითხზე რუსეთთან სამართლიანად მოლაპარაკებას არ აპირებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი უკრაინის საკითხზე რუსეთთან სამართლიანად მოლაპარაკებას არ აპირებს. ამის შესახებ ლავროვმა რუსეთ-სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

„ზელენსკის ინიციატივა დიდი ხანია, ცნობილია და ყველას მობეზრებული აქვს. ეს სუფთა წყლის ულტიმატუმია. დასავლეთის მიერ ამ ულტიმატუმზე ჩაბღაუჭება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, დასავლეთს არ სურს სამართლიანად მოლაპარაკება და სურს, გააგრძელოს ყველაფრის კეთება, რათა რუსეთი, როგორც თავად აქვთ იმედი, მიუახლოვდეს იმ ვითარებას, როდესაც შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ მათ რუსეთს ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხის მიაყენეს“, - აცხადებს ლავროვი. 

ამასთან, ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს „ზელენსკის ფორმულა“ სერიოზულად არასოდეს განუხილავს.