1772709413
უცხოეთი
სერგეი ლავროვი: ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში ერთვება
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ჩათრეულია აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ასე იყო უკრაინაში და ასე ხდება ახლა ახლო აღმოსავლეთში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნატო, რომელიც დიდი ხანია, უკრაინის საქმეებშია ჩათრეული, ახლა აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომშია ჩათრეული“, - აღნიშნა ლავროვმა და მარკ რუტეს განცხადებაზე მიუთითა, სადაც ნათქვამია, რომ ნატო მზადაა, აშშ-ის ოპერაციაში კოლექტიური თავდაცვის პუნქტი გამოიყენოს.