სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბელგრადი მზადაა, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს
სერბეთი აცხადებს, რომ ბელგრადი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს. ამის შესახებ სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკო ჯურიჩმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სერბეთი „იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც თავიანთ კეთილგანწყობას სთავაზობენ“.
მან განაცხადა, რომ უკრაინაში ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.
„სერბეთი, პრინციპში, მხარს უჭერს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს გაეროს მიერ განსაზღვრული მათი საზღვრების შესაბამისად“, მათ შორის უკრაინის, - დასძინა მინისტრმა.
ჯურიჩმა ასევე აღნიშნა, რომ სერბეთი აფასებს თავის ადგილს ევროპაში აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან.
„სერბეთი ძალიან ამაყობს თავისი დამოუკიდებელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკით, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენი ხალხის ისტორიაში და საუკუნეების განმავლობაში საშუალებას გვაძლევდა, დამოუკიდებელი ვყოფილიყავით, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ“, - განაცხადა მან.