1753535943
უცხოეთი
სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი: ვიმედოვნებ, ზელენსკი გააგრძელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპების დაცვას, მისი ავტორიტეტი ამაზეა დამოკიდებული

დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტის თანაავტორია, უკრაინაში ანტიკორუფციული ორგანოების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბლუმენტალმა განაცხადა, რომ უკრაინელები დემოკრატიას მოქმედებაში აჩვენებენ.
„ვიმედოვნებ, რომ ზელენსკი გააგრძელებს გამჭვირვალობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპების დაცვას. მისი ავტორიტეტი და მხარდაჭერა ამაზეა დამოკიდებული“, - დაწერა მან.
Ukrainians are demonstrating democracy in action. I hope Zelenskyy will continue to show transparency & anti-corruption commitment. His credibility & support depend on it. https://t.co/7X32v8L1w8
— Richard Blumenthal (@SenBlumenthal) July 25, 2025