1768284009
უცხოეთი
სენატორი ლინდსი გრეჰემი აიათოლა ალი ხამენეის მოუწოდებს, დრონებს უფრთხილდეს
ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა და ირანის უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის მიმართა.
„აიათოლას: ჩვენ ბევრს აღარ ვსაუბრობთ, როგორც უწინ. რამით გაწყენინეთ? რაც შეეხება თქვენს გაფრთხილებას ამერიკელი პოლიტიკოსებისადმი, მსმენია, რომ მოსკოვი ზამთარში ზღაპარია. უფრთხილდით დრონებს. გავხადოთ ირანი კვლავ დიადი“, - დაწერა გრეჰემმა.
To the ayatollah: we don’t talk as much as we used to. Have I offended you?
— Lindsey Graham (@LindseyGrahamSC) January 12, 2026
As to your recent warning to American politicians, I hear Moscow is a winter wonderland.
Beware of the drones.
Make Iran Great Again. https://t.co/fc1TW43xyF pic.twitter.com/pVDyW8dlml