სენატორი ჯიმ რიში: აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიცია უყოყმანოდ გააძევებს იმ პირებს, ვინც ხელს შეუშლის მარკო რუბიოს გამოსვლას, ხოლო დამნაშავეებს დააპატიმრებენ

რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში აცხადებს, რომ აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიცია უყოყმანოდ გააძევებს იმ პირებს, ვინც ხელს შეუშლის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გამოსვლას, ხოლო დამნაშავეებს დააპატიმრებენ.
„რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ კონგრესს და აღმასრულებელ ხელისუფლებას, და კანონი და წესრიგი დაბრუნდა აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში“, - აცხადებს სენატორი.
The U.S. Capitol Police will not hesitate to remove protestors who disrupt @SecRubio, and offenders will be arrested- full stop. Republicans control Congress and the Executive Branch, and law and order is back in the U.S. Capitol building.https://t.co/ILgPhVqWuU
— Senate Foreign Relations Committee Chairman (@SenateForeign) May 20, 2025
რუბიო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე, სახელმწიფო დეპარტამენტის 2026 წლის ბიუჯეტის კონგრესისთვის წარდგენილ მოთხოვნის შესახებ მოხსენებას გააკეთებს, რის პარალელურადაც საპროტესტო აქციები იგეგმება.