სენატორი გრეჰემი: როდესაც საქმე ტერიტორიების გაცვლას ეხება, რეალისტურად ვაფასებ სიტუაციას, რომ უკრაინიდან ყველა რუს ჯარისკაცს ვერ გამოაძევებენ, თუმცა არ გვსურს ამ კონფლიქტის ისე დასრულება, რომ აგრესია დაჯილდოვდეს
შეერთებულ შტატებს არ სურს უკრაინაში ომის დასრულება ისე, რომ აგრესია დაჯილდოვდეს. შესაბამისი განცხადება რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა X-ზე გამოაქვეყნა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს „უკრაინაში სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის“ „ღირსეულად და სამართლიანად დასრულება“, რასაც წინა პრეზიდენტებმა, ბარაკ ობამამ და ჯო ბაიდენმა, ვერ მიაღწიეს.
„შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სისხლისღვრის დასრულების ფარგლებში უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერი შეთანხმება კონგრესს უნდა წარედგინოს. დეტალებს ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს. მიზანია, ამჯერად ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც მომავალ შემოსევებს შეაჩერებს, რაც ობამამ და ბაიდენმა ვერ შეძლეს“, - წერს გრეჰემი.
სენატორის თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინიდან რუსი ჯარისკაცების გაძევება შეუძლებელი იქნება, თუმცა, მისი თქმით, ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ აგრესორი არ დაჯილდოვდეს.
„ასევე, როდესაც საქმე ტერიტორიების გაცვლას ეხება, რეალისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს მომავალში უკრაინიდან ყველა რუს ჯარისკაცს ვერ გამოაძევებენ. თუმცა ჩვენ არ გვსურს ამ კონფლიქტის დასრულება ისე, რომ აგრესია დაჯილდოვდეს“, - დასძინა მან.
I appreciate the hard work of President Trump and his team as they try to end this bloodbath in Ukraine honorably and justly.
— Lindsey Graham (@LindseyGrahamSC) January 15, 2026
Just a reminder, any security agreement as part of ending the bloodbath in Ukraine must come to Congress.
I have followed the details closely. The goal…