სენატორებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც ტრამპს ვენესუელაში სამხედრო მოქმედებების უფლებას უზღუდავს
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აუკრძალავს ვენესუელის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო მოქმედებები კონგრესის ნებართვის გარეშე განახორციელოს. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება წერს, საომარი უფლებამოსილების შესახებ რეზოლუცია 52 ხმით 47-ის წინააღმდეგ მიიღეს. მას მხარი ხუთმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმაც დაუჭირა.
„კანონპროექტის კანონად გადაქცევის პრაქტიკულად არანაირი შანსი არ არსებობს, რადგან ამ შემთხვევაში ის წარმომადგენელთა პალატამაც უნდა მიიღოს, სადაც „რესპუბლიკელები“ ურავლესობას წარმოადგენენ“, - წერს მედიასაშუალება.
თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერისთვის, „რესპუბლიკელი“ სენატორები გააკრიტიკა.
„სიუზან კოლინზი, ლიზა მურკოვსკი, რენდ პოლი, ჯოშ ჰოული და ტოდ იანგი აღარასდროს უნდა აირჩიონ თანამდებობაზე“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.