საუდის არაბეთმა „ჰუსიტების“ მიერ წითელი ზღვის ბლოკადის გამოცხადება დაგმო
საუდის არაბეთმა დაგმო ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი „ჰუსიტების“ მიერ წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში საზღვაო ბლოკადის გამოცხადება.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უმკაცრესად გმობს „ჰუსიტი“ ტერორისტული მილიციის ე.წ. სამხედრო წარმომადგენლის მიერ გაცხადებულ ბრალდებებს, რომელმაც სამეფო მოძმე იემენელი ხალხის ალყაში მოქცევაში დაადანაშაულა და სამეფოსთვის საზღვაო ბლოკადის დაწესება მოითხოვა“, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
„ჰუსიტებმა“ და საუდის არაბეთმა ბოლო დღეებში ერთმანეთის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს მას შემდეგ, რაც ირანულმა თვითმფრინავმა იემენის დედაქალაქ სანაში დაშვება სცადა.
აღსანიშნავია, რომ ირანისა და აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების შეზღუდვის გამო, საუდის არაბეთი ნავთობის ექსპორტისთვის წითელი ზღვის პორტებს ეყრდნობოდა.
#Statement | The Foreign Ministry expresses the Kingdom of Saudi Arabia's strongest condemnation of the allegations made by the so-called military spokesperson of the Houthi terrorist militia, who accused the Kingdom of besieging the brotherly Yemeni people and claimed the… pic.twitter.com/YVFHJzgzxS
— Foreign Ministry 🇸🇦 (@KSAmofaEN) July 20, 202