1768287148
უცხოეთი
სარატოვის ოლქში ერთ-ერთ ბინაში 6 ცხედარი აღმოაჩინეს, ისინი, სავარაუდოდ, მხუთავი გაზით გაიგუდნენ
რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაკოვოში ერთ-ერთ ბინაში 6 ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, ისინი მხუთავი გაზით გაიგუდნენ. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
დაღუპულები 50 წლის კაცი და 45 წლის ქალი, ასევე მათი მცირეწლოვანი შვილები არიან. ამჟამად კიდევ ორი გარდაცვლილის ვინაობის დადგენა მიმდინარეობს. მაშველებს ბინის კარის შენგრევა მოუწიათ და იქ გარდაცვლილები აღმოაჩინეს.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.