Loading data...
საფრანგეთში ტყის ხანძრებმა 25 000 ჰექტარი გაანადგურა

საფრანგეთში ზაფხულის ტყის ხანძრებმა უკვე 25 000 ჰექტარი გაანადგურა. წერს BFMTV.

როგორც მედია წერს, ცხელი სეზონის დაწყებიდან ქვეყანაში დაახლოებით 8 000 სხვადასხვა მასშტაბის ტყის ხანძარი დაფიქსირდა.

ამავე ცნობით, ხანძრებმა უკვე გაანადგურეს 25 000 ჰექტარზე მეტი ფართობი - ორჯერ მეტი, ვიდრე 2025 წელს და ასევე, ეს მონაცემი აღემატება 2022 წლის მასშტაბებს, როდესაც სამხრეთ-დასავლეთით, ჟირონდის დეპარტამენტში მასშტაბური ხანძრები მძვინვარებდა.